×
ჩვენ შესახებ
ტექნიკა
აქსესუარები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი
ნაწილები
USD
(0)
transportershop

ჩვენ შესახებ

 კომპანია ტრანსპორტერი დაფუძნდა 2015 წელს. 2016 წლიდან წარმოადგენს კანადური კომპანია BRP (Bombardier Recreational Products) ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში. 2017 წლის დასაწყისიდან კი, გახდა მოტოციკლების იაპონური ბრენდის Kawasaki-ს რეგიონული დისტრიბუტორი - საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.  "ტრანსპორტერი", ჰოლანდიური წყლის სპორტთან დაკავშირებული აქსესუარების ბრენდის JOBE, იტალიური ელექტრომობილების ბრენდის ItalCar-ისა და კატერების მწარმოებელი ამერიკული ბრენდის Quicksilver-ის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში.

ქვეყნის მასშტაბით კომპანია წარმოდგენილია თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში და მომხმარებელს სთავაზობს:

კომპანიას აქვს როგორც საგარანტიო, ისე გარანტიის შემდგომი მომსახურება, როგორც საკუთარი ბრენდის, ასევე სხვა ბრენდების მიერ წარმოებული რეკრეაციული ტექნიკისთვის. გამოცდილი, სერთიფიცირებული ტექნიკოსების გუნდი BRP-ის სტანდარტების შესაბამისად ემსახურება მომხმარებელს. ამასთან, კომპანიაში დანერგილია მობილური სერვისი, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს საშუალება აქვს დარეკოს და გამოიძახოს მობილური სერვის ჯგუფი, რომელიც ტექნიკის ადგილზე მომსახურებას უზრუნველყოფს.

კომპანია ტრანსპორტერის მიზანი საქართველოს ბაზარზე წამყვანი პოზიციის დაკავებაა. ჩვენი მისიაა მომხმარებლებისთვის საიმედო, მაღალი ხარისხის პროდუქციის შეთავაზება და შემდგომი მომსახურება. ჩვენი ძალა კვალიფიციური და გამოცდილი პერსონალია.